|     ახალწვეულები ”ზესტაფონში”.        საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გააფორმა  კონტრაქტები ორ  ახალ   ფეხბურთელთან -  21-21-წლის ახალწვეულების სახელებია დავით მჭედლიშვილი და გიორგი მიქაბერიძე.  ერთიც და მეორეც იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავენ.    ორიოდე სიტყვით გუნდის ახალწვეულების  შესახებ: დავით მჭედლიშვილი  - მცველი; დაბადებულია - 05/04/1988; სიმაღლე - 178 სმ, წონა - 79 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე,  2003-2009 წლებში, ასპარეზობდა  თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ამერში”. გიორგი მიქაბერიძე  - ნახევარმცველი; დაბადებულია - 17/02/1988; სიმაღლე - 178 სმ, წონა - 65 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ოლიმპი”(რუსთავი) - 2008, ”მგლები” (ზუგდიდი) - 2008, ”მესხეთი”(ახალციხე) - 2009, ”მეშახტე”(ტყიბული) - 2009.   |