08.01.2010

 

 

ქართველები სიდეში.

 

 

2010 წლის 8 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი სტამბულის გავლით ანტალიაში ჩაფრინდა. ხოლო ანტალიადან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ღამის 3 საათზე, გუნდი დანიშნულების ადგილას, ქალაქ სიდეში ჩავიდა ...

 

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”სუენო ბიჩ ოტელში”, სადაც იმერელთა გარდა, სეზონის განახლებისათვის ემზადებიან ყაზახური ”ტობოლი”, უკრაინული ”ზარია” და თურქული კლუბები ”სივასსპორი” და ”ბოლუსპორი”. რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე (თბილისის დროით- 17:30 საათი), გუნდმა სიდეში პირველი ვარჯიშიც გამართა. გია გეგუჩაძის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული 23 ფეხბურთელი გახლდათ.

ვარჯიში ხალისიანად წარიმართა. ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა უმეტესობა ჯანმრთელადაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ონიანი, რომელსაც უმნიშვმელო ტრავმა აწუხებს, ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება . ხვალიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

11 იანვარს ზესტაფონელები პირველ სპარინგ-შეხვედრას გამართავენ - ქართველთა მეტოქე ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი და ერთ-ერთი ლიდერი კუსტანაის ”ტობოლი” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005