07.01.2010

 

 

”ზესტაფონი” თურქეთში მიემგზავრება.

 

 

”ზესტაფონი” ისევ ”სუენოში” დაბანაკდება

2010 წლის 7 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სტამბულის გავლით მიემგზავრება თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიადან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ სიდეში, სადაც გუნდი საგაზაფხულო ბატალიებისათვის მზადებას განაგრძობს.

შარშანდელის მსგავსად, გუნდი დაბინავდება სასტუმრო ”სუენო ბიჩ საიდ ოტელში, სადაც შექმნილია საუკეთესო პირობები საფეხბურთო კოლექტივის ნაყოფიერი წვრთნისა და მზადებისათვის. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან გასამართი პირველი შეკრებისას იგეგმება სამი ამხანაგური შეხვედრის გამართვა.11 იანვარს ზესტაფონელები პირველ სპარინგ-შეხვედრას გამართავენ - ქართველები ძველ ”ნაცნობს”, ყაზახური უმაღლესი ლიგის ბინადარსა და ერთ-ერთი ლიდერს კუსტანაის ”ტობოლსშეხვდებიან. 14 და 17 იანვარს კი იმერლები უკრაინულ კლუბებს დონეცკის ”მეტალურგსა” და დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს დაუპირისპირდებიან.

სულ თურქეთში შემდეგი 24 ფეხბურთელი (გუნდში გასინჯვაზე მყოფი გიორგი მიქაბერიძისა და გიორგი ჯოხაძის ჩათვლით) გაემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მჭედლიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, გიორგი ჯოხაძე.

******************************************************************************************************************************************************************************

პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისათვის სიდეში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობაც მოემზადება. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ერთბაშად 3 ფეხბურთელი ( მცველები თორნიკე გრიგალაშვილი, დავით ფერაძე და ფორვარდი დავით ხუჯაძე) დააკლდება, დაბინავდება სასტუმრო ”არტემისში” და 10-23 იანვარს გამართავს 4 ამხანაგურ შეხვედრას თურქულ კლუბებთან (”ალანიასპორი”, ”სერიკსპორი”, ”სიდესპორი” და ”ანტალიასპორი”).

”ზესტაფონის” დუბლიორები თურქეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრებიან :

მეკარეები: გიორგი კიკაბიძე, ალექსანდრე გიორგაძე;

მცველები: ბესიკ ამაშუკელი, გიორგი გურაბანიძე, დავით კუბლაშვილი, მამუკა კობახიძე, თევდორე ლურსმანაშვილი;

ნახევარმცველები: როსტომ გეწაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი გიორგობიანი, ნოდარ კიკნველიძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი კაპანაძე, პეტრე სარდანაძე;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ჩიხლაძე, ზურაბ ღირდალაძე, საბა ლომია.

 

ს. კ. ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005