”ზესტაფონმა” სეზონის განახლებისათვის მზადება დაიწყო.
მიმდინარე წლის 3 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შეუდგა საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.
საგაზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადების მიზნით, გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. 3-6 იანვარს გუნდი თბილისში დაჰყოფს, ხოლო 7 იანვარს მზადების პირველი ეტაპის (ეს ეტაპი 18 იანვრამდე გასტანს) გასაგრძელებლად საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში. დაგეგმილია ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმება, მათ თეორიულ და ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობა ...
22 იანვარს კი, მომზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, გუნდი ორი კვირით მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში. როგორც თურქული, ასევე ესპანური შეკრებისას იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა.