01.12.2009

 

 

 

ეროვნული თასის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი.

 

 

2009 წლის 1 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.

 

შეხვედრა გაიმართა ”თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის პროფესიული ფეხბურთისთვის ნაკლებად შესაბამის მინდორზე. მასპინძლებმა საწყის წუთებში შეუტიეს და მალე იხეირეს კიდეც - 6-ე წუთზე ზურაბ მამალაძის საჯარიმოში ჩაწოდებისას ბურთთან ყველაზე ახლოს გიგა ბეჭვაია აღმოჩნდა და ანგარიშიც გახსნა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ბეჭვაიას გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს - 52-ე წუთზე თავი ჯაბა ლიპარტიამ გამოიჩინა თავი, ხოლო 61-ეზე კი ლაშა ჯაფარიძემ ორი მატჩის ჯამში ანგარიში საყაიმო გახადა. დამატებით დროში ნახევარფინალისტის ვინაობა ვახტანგ კვარაცხელიას მიერ 117-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ერთბაშად ბევრი ცუდი რამ მოხდა ჩვენს თავს. პირველ რიგში, ალბათ, რადგან 3:0 გვქონდა მოგებული, გვეგონა შემდეგ ეტაპზე ვიყავით გასულები. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის იქეთ მცდელობისა, აქეთ ისეთი დასანანი გოლები გავუშვით, კომენტარიც არ ღირს. მოკლედ, დავჯდებით და დავილაპარაკებთ - გამოსავალის მოძებნა აუცილებლად მოგვიწევს".

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ-ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი): "ბიჭებმა თავი დადეს, ცოტა იღბალმაც გადმოგვხედა. თან ისე მოხდა, ბოლო ტურებისგან განსხვავებით, მსაჯმა არავინ გაგვიძევა მინდვრიდან. რომ ვიძახდი, ეს ბიჭები აუცილებლად რაღაც ისეთს მოიმოქმედებენ-მეთქი, შესაძლოა ბევრს არც სჯეროდა, მაგრამ ხომ მოხდა ისეთი რამ, რაც ხშირად არ ხდება ჩვენს ფეხბურთში. გუნდმა დამსახურებულად მოიგო და დიდი მადლობა მინდა ბიჭებს გადავუხედო თავდადებისთვის".

01/12/2009 - ”ვიტ-ჯორჯია” - ”ზესტაფონი” 4-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” 5 დეკემბერს სტუმრად გამართავს. იმერელთა მეტოქე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005