15.11.2009

 

 

იმერლები ბათუმში მოემზადებიან.

 

 

 

სეზონის პირველი ნაწილის დასრულებამდე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ხუთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი. გუნდი ამ შეხვედრებისათვის 16-20 ნოემბერს ბათუმში მოემაზადება.

 

როგორც ვიუწყებოდით, შაბათს მარგველები ამხანაგურ შეხვედრაში ტყიბულის ”მეშახტეს” დაუპირისპირდნენ. კვირას ზესტაფონელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე გუნდს დასვენების საშუალების მისცემს, ხოლო 16 ნოემბერს კი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში გაემგზავრება, სადაც 20 ნოემბრის ჩათვლით იგეგმება მზადება.

გუნდი საკურორტო ქალაქის კომფორტაბელურ სასტუმრო ”მარინაში” დაბინავდება. ხოლო ვარჯიშების ჩატარება ”ადელის” სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზეა დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005