ამხანაგური მატჩი ტყიბულელებთან.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებულია ორკვირიანი პაუზა, რომელიც სანაკრებო მატჩებითაა გამოწვეული. 14 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ამხანაგური მატჩი - მარგველთა მეტოქე ტყიბულის საფეხბურთო კლუბი ”მეშახტე” გახლდათ.
ამხანაგური მატჩი ორ იმერულ გუნდს შორის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მასპინძლებმა შეხვედრის პირველ ნახევარში ექსპერიმენტალური შემადგენლობით კი იასპარეზეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ტაიმი მაინც სენსაციური ანგარიშით დასრულდა - 25-ე და 38-ე წუთებზე ტყიბულელმა იაკობ დეისაძემ ”დუბლი” მიითვალა და თავისიანებიც მოულოდნელად დააწინაურა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში ერთბაშად რვა ცვლილება განხორციელდა. ამან ნაყოფი მალევე გამოიღო და 60-დან 69-ე წუთის ჩათვლით უკვე მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს ტყიბულელთა გოლკიპერ დუშიკო მემარნიშვილის კარში. გოლები ნიკა გელაშვილის, ირაკლი ძარიასა და ჯაბა დვალის (11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით) ანგარიშზეა. ზესტაფონელები ამის შემდეგაც აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და მომენტს მომენტზეც ჰქმნიდნენ სტუმართა კართან, მაგრამ მემარნიშვილის მეოთხედ დამწუხრებაში ხელს მათ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტუბა უშლიდათ. 77-ე წუთზე კი შეტევებში გართულ ზესტაფონელებს გიორგი მიქაბერიძის სოლო-რეიდი გამოეპარათ და ტყიბულელმა შეხვედრას საბოლოო წერტილიც დაუსვა- 3-3.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი (მამალაძე, 46), მჭედლიშვილი (ლობჟანიძე, 46), კაჭკაჭიშვილი (ონიანი, 46), ქორთუა, მაკარიანი, გორგიაშვილი (გრიგალაშვილი, 46), ცხადაია (ძარია, 46), კორღალიძე, ნ.კვასხვაძე (აფციაური, 46), წინამღძვრიშვილი (დვალი, 46), იონანიძე (გელაშვილი, 46) .
|