21.10.2009

 

 

 

ეროვნული თასის მერვედფინალი.

 

 

2009 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქუთაისში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს”.

 

კიდევ ერთი იმერული დაპირისპირების პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. სტუმართა გარკვეული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში კი თავი იჩინა ზესტაფონელთა უკეთესმა ფიზიკურმა კონდიციებმა, სტუმრებმა მთლიანად იგდეს ხელთ მატჩის სადავეები და 67-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - ნიკა გელაშვილის სახიფათო დარტყმის შემდეგ, რომელიც ქუთათურთა გოლკიპერმა მიგინეიშვილმა მოიგერია, დასწრებაზე ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო. 78-ე წუთზე კი თორნიკე აფციაურმა საჯარიმოს კუთხიდან ულამაზესი დარტყმით შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა და თავის გუნდს ეროვნული თასის მეოთხედფინალის საგზურიც საბოლოოდ დაუჯავშნა.

 

21/10/2009 - ”ტორპედო” (ქუთაისი)- ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩს ” ზესტაფონი” 25 ოქტომბერს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005