2009 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას”.
იმერული დერბი უხვგოლიანი გამოდგა, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას '' ზესტაფონი'' ფლობდა, მოედნის ცენტრს მთლიანად აკონტროლებდნენ აფციაური, გრიგალაშვილი, დაუშვილი; სწორედ თორნიკე აფციაურის გამოზომილი გადაცემის შემდეგ მე-10 წუთზე ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა ანგარიში. ეს ორი ფეღბურთელი მონაწილეობდა მეორე გოლშიც, კვლავ აფციაურის გადაცემა და 27-ე წუთზე გელაშვილმა დუბლი გაიფორმა, თუმცა ერთ წუთში მიხეილ კაკალაძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, ქუთაისში, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს ადგილობრივ ”ტორპედო-2008”-სთან. საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩს კი გუნდი 25 ოქტომბერს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...