18.09.2009

 

 

 

"ზესტაფონი" "სპარტაკს" მასპინძლობს.

 

 

საქართველოს 21–ე ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტ კლუბად „ზესტაფონს“ მიიჩნევენ. იმერული გუნდი გათამაშების ცხრილში მესამეა 12 ქულით. დღემდე გამართული აქვს 6 შეხვედრა: „ზესტაფონი“ – „ლოკომოტივი“ 0:0, „სამტრედია“ –„ზესტაფონი“ 0:2, „ზესტაფონი“ – „გაგრა“ 1:0, „სიონი“ – „ზესტაფონი“ 0:0, „ზესტაფონი“ – „დინამო“ თბილისი 4:1, „ვიტ–ჯორჯია“ – „ზესტაფონი“ 1:1.

მე–7 ტურში კი, „ზესტაფონის“ მეტოქე ცხინვალის „სპარტაკი“ იქნება. Geosports.ge მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ ზესტაფონის“ ფეხბურთელებს ალექს ბენაშვილსა და ნიკა კვასხვაძეს ესაუბრა.

- უკვე 6 მატჩი ჩაატარეთ მიმდინარე ჩემპიონატში, როგორ შეაფასებთ გუნდის ასპარეზობას? რას მეტყვით მე–7 ტურის მოწინააღმდეგეზე?

ალექს ბენაშვილი

- გაუმართლებლობის წყალობით ვერ მოვიგეთ თამაშები, გუნდი ყოველთვის საბრძოლო განწყობით გადის მოედანზე, მაგრამ დღეს არ გვაქვს ის შედეგები, რაც გვსურს. წინ კიდევ გვაქვს თამაშები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „სპარტაკიც“ იმ კლუბთაგანია, ვინც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამ შეხვედრისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით.

ნიკა კვასხვაძე

- გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ შეხვედრებში, მომავალ თამაშებში უფრო უკეთ გამოგვივა, დარწმუნებული ვარ. ყველა მეტოქე რთულია, მათთან შესახვედრად ერთნაირად მონდომებულად ვემზადებით.„სპარტაკი“ სამეულშია და რთული თამაში გვექნება ცხინვალელებთან.

- ყველაზე კარგად რომელი გუნდი გამოიყურება, ვისთან გაგიჭირდათ თამაში?

ალექს ბენაშვილი

- ისეთი მეტოქე არ შეგვხვედრია, რომ მათთან თამაში არ შეიძლებოდეს. უბრალოდ არ გაგვიმართლა ზოგ შეხვედრაში.

ნიკა კვასხვაძე

- ხშირად არ მიწევს თამაში, ამიტომ ზუსტად ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბიჭები ძალიან კარგ ფორმაში არიან!

- „დინამოსთან“ გამარჯვება ალბათ ერთ–ერთი გამორჩეული იყო მიმდინარე შეხვედრებს შორის...

ალექს ბენაშვილი

- ეგ თამაში ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. შარშან „დინამომ“ 4:0 მოგვიგო და ჩვენც ხომ უნდა გაგვემეორებინა ...

ნიკა კვასხვაძე

- სტატისტიკას თუ გადახედავთ, სულ ვუგებთ „დინამოს“, ბოლო სამ თამაშს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მაინც სასიხარულოა, როცა „დინამოს“ უგებ, თან ასეთი ანგარიშით, თვითდაჯერებულობა შეგვემატა.

- ალბათ გუნდის მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა „ზესტაფონის“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება?

ალექს ბენაშვილი

- ძალიან კარგი მწვრთნელია, მასთან ისეთი რაღაცეები ვისწავლე, რაც აქამდე არ ვიცოდი.

ნიკა კვასხვაძე

- ფაქტია, რომ გუნდი კარგად თააშობს, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. სამწუხაროა, რომ მე არ მიწევს ხშირად მოედანზე გასვლა, იმედია მომეცემა შანსი.

დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ!

მირანდა სურმანიძე, www.geosports.ge
   
FC ZESTAFONI © 2005