13.09.2009

 

 

 

სტუმრობა ვეტერინარებთან .

 

 

2009 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბს ”ვიტ-ჯორჯიას”.

პირველი ტაიმი, სტუმართა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, უგოლოდ - 0-0 დასრულდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თბილისელთა კარის აღება ზესტაფონელებს რამდენიმე ეპიზოდში მაინც შეეძლოთ - ანგარიშის გახსნა ჯაბა დვალს, თორნიკე აფციაურსა და ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლოთ. მასპინძლებსაც მართებდათ ბურთის გატანა, მაშინ როდესაც გიორგი დათუნაიშვილმა ზურაბ მამალაძის კართან ხიფათი შეჰქმნა.

მეორე ტაიმის დასაწყისი იმერელთა დაწინურება შოთა გრიგალაშვილს შეეძლო, მაგრამ მის მიერ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა სულ მცირედით ასცდა გრიგოლ ბედიაშვილის კარს. 54-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - ჯაბა ლიპარტიას მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას ვახტანგ კვარაცხელია გამოეხმაურა და თავის გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრეს - საჯარიმოს ხაზიდან ირაკლი ძარიას დარტყმული გზად ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ვეტერინართა კარის ბადეში აღმოჩნდა. შეხვედრის უკანასკნელი წუთები ისევ ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა, თუმცა ანგარიშის შეცვლა იმერლებმა ვეღარ შეძლეს.

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 19 სექტემბერს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება ...

 

13/09/2009 - - ”ვიტ-ჯორჯია” - ”ზესტაფონი” 1-1

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005