ამხანაგური მატჩი მეზობლებთან.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებულია ორკვირიანი პაუზა, რომელიც სანაკრებო მატჩებითაა გამოწვეული. 4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ამხანაგური მატჩი - მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” გახლდათ.
ამხანაგური მატჩი, რომელიც ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, 11:00 საათზე დაიწყო.მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას შეხვედრის დაწყებისთანავე დაეუფლნენ და ეს უპირატესობა ტაიმის შედეგშიც აისახა - მატჩის პირველი 45 წუთი ზესტაფონელებმა 6-1 მოიგეს. გოლები თორნიკე აფციაურის (9-ე და 37-ე წუთებზე), შოთა გრიგალაშვილის (18-ე წუთი), ნიკოლოზ გელაშვილისა (22-ე და 42-ე წუთებზე) და ნიკა კვასხვაძის (25-ე წუთი) ანგარიშზეა. სამტრედიელებმა მხოლოდ ერთი გოლით (მიხეილ კაკალაძე, 28-ე წუთი) უპასუხეს მასპინძელთა 6 გოლს.
მეორე ტაიმი კი უკვე სტუმართა კარნახით წარიმართა. ზურაბ ეცადეიშვილმა (51-ე და 64-ე წუთებზე) და ლევან ჯიქიძემ (75-ე და 78-ე წუთებზე) ორ-ორჯერ დალაშქრეს ზესტაფონელთა გამოუცდელი გოლკიპერის გიორგი ცხაკაიას კარი და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. საბოლოო წერტილი კი მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოედანზე პირველად დაბრუნებულმა რატი წინამძღვრიშვილმა დასვა. საბოლოოდ, შეხვედრა მეტად ”არასაფეხბურთო” ანგარიშით - 7-5 დასრულდა.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ცხაკაია (მაღრაძე, 86), მანწკავა (ჭანკოტაძე, 72), ონიანი (ბრეგვაძე, 56), გორგიაშვილი, მაკარიანი (მანწკავა, 79), ცხადაია, აფციაური (ძარია, 46), გრიგალაშვილი (ელიავა, 46), ნ.კვასხვაძე (წინამღძვრიშვილი, 72), კორღალიძე (დვალი, 46), გელაშვილი (იონანიძე, 46).
|
04/09/2009 - ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 7-5 |
|
|