29.08.2009

 

 

 

რევანში იმერულად.

 

 

2009 წლის 29 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ეროვნული თასის მოქმედ მფლობელ, ქვეყნის 13-გზის ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბს ”დინამოს”.

 

პირველმა ტაიმმა, ზესტაფონელთა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, საკმაოდ უინტერესოდ ჩაიარა და უგოლოდ - 0-0 დასრულდა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში გუნდებმა ნამდვილი საგოლე ფეერია მოუწყვეს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს. ანგარიში 55-ე წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმით ზაალ ელიავამ გახსნა. მეორე გოლის შემოქმედათ 71-ე წუთზე ჯაბა დვალი მოგვევლინა, მისი დარტყმული დინამოელთა ერთ-ერთ მცველს ფეხში მოხვდა და სტუმართა კარის ბადეში აღმოჩნდა. 84-ე წუთზე ჯორჯ აკირემიმ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ზუსტად ნახევარ წუთში ნიკოლოზ გელაშვილმა ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა.საბოლოო წერტილი კი შეხვედრას ჯაბა დვალმა დაუსვა - 88-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მან მარგველთა უპირატესობა დიდამდე გაზარდა - 4-1.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ეს დიდი ანგარიშით ზესტაფონლთა პირველი გამარჯვებაა თბილისის დინამოელებთან შეხვედრებში.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. იმის მიუხედავად, რომ სტუმრად ვთამაშობდით, უპირატესობა ჩვენ გვქონდა. დასანანი პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი აირია, სათამაშო დისციპლინა გუნდში მთლიანად დაირღვა - ისეთი გოლები მივიღეთ, "დინამოს" ასე არ უნდა ემართებოდეს. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებმა "ყურები ჩამოუშვეს", მაგრამ განსაკუთრებით კურიოზული მესამე გოლის შემდეგ, პრაქტიკულად თამაშის გადარჩენის შანსი არ დაგვრჩა".

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხიც ამ ეტაპზე ჩვენი გუნდისთვის დასაშვები და მისაღები იყო. ვიცი, რომ ჩვენ კიდევ უკეთ შეგვიძლია თამაში და მჯერა, მალე ასეც იქნება".

 

29/08/2009 - - ”ზესტაფონი” - ”დინამო” 4-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 12 აგვისტოს გორში გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის ჩემპიონი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”ვიტ-ჯორჯია” იქნება ...

ბადრი კეთილაძის ფოტოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005