22.08.2009

 

 

 

სტუმრობა ბოლნისში.

 

 

2009 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”სიონს”.

პირველი ტაიმი, სტუმართა საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, უგოლოდ - 0-0 დასრულდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლნისელთა კარის აღება ზესტაფონელებს რამდენიმე ეპიზოდში მაინც შეეძლოთ - შეხვედრის პირველივე წუთზე მურთაზ დაუშვილის დარტმული მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა, ანგარიშის გახსნა ჯაბა დვალს და ნიკოლოზ გელაშვილსაც შეეძლოთ. მასპინძელთა რიგებში კი გამოსარჩევია მიხეილ ბობოხიძის აქტიურობა, რომელიც 2 ეპიზოდში დაემუქრა ზურაბ მამალაძის კარს.

მეორე ტაიმი გუნდებმა ორმხრივ სახიფათო იერიშებში ჩაატარეს- ვლადიმერ უგრეხელიძის სახიფათო დარტყმა ზურაბ მამალაძის ნადავლი გახდა, ხოლო ნიკა გელაშვილის დარტყმის შემდეგ ბოლნისელთა მხარეს ისევ მათი კარის ძელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის გამოჩენა ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო, მაგრამ სტუმართა გოლკიპერი ისევ საიმედო იყო. მარგველებმა უჩა ლობჟანიძის უძლიერესი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს - ამჯერად მინდია ბობღიაშვილმა იხსნა თავის კარი. საბრძოლო ფრე - 0-0.

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 აგვისტოს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

 

22/08/2009 - - ”სიონი” - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005