16.08.2009

 

 

პირველი საშინაო გამარჯვება.

 

 

2009 წლის 16 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა წინა ტურში ქვეყნის ჩემპიონის მძლეველ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას”.

 

გაგრელებთან შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. თავის მხრივ, თამაშის გამწვავება რამდენიმე ეპიზოდში სტუმრებმაც სცადეს, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტამდე პირველ 45 წუთში საქმე არ მისულა.

ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა - თორნიკე აფციაურის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ბურთთან პირველი ნიკოლოზ გელაშვილი აღმოჩნდა და ბურთის გაგრელთა კარის ბადეში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია. გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა პირველი საშინაო გამარჯვება - 1-0 .

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 აგვისტოს ბოლნისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სიონი” იქნება ...

 

16/08/2009 - ”ზესტაფონი”- ”გაგრა” 1-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005