2009 წლის 1 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXI-ე ეროვნულმა საფეხბურთო ჩემპიონატმა. 2 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სასტარტო შეხვედრაში უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს” ...
შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელებს უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა ნიკოლოზ გელაშვილს, თორნიკე გორგიაშვილს, ირაკლი ძარიას, ჯაბა დვალსა და ალექს ბენაშვილს შეეძლოთ, თუმც პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, ზესტაფონელებმა უამრავი სახიფათო მომენტი გაფლანგეს და შედეგად ფრე 0-0.
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 8 აგვისტოს გამართავს. იმერულ დერბიში მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” იქნება ...