|     ლევან კორღალიძე ”ზესტაფონში”.        2009 წლის 28 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”  კიდევ ერთი      ფეხბურთელი შეემატა -  29-წლის ახალწვეულის სახელია ლევან კორღალიძე.  ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს მოლდოვურ ”დაჩიაში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
 ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის  შესახებ: ლევან კორღალიძე - ნახევარმცველი:  დაბადებულია- 21/02/1980; სიმაღლე - 172 სმ, წონა - 66 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”არსენალი”(თბილისი) -1998-1999,  ”სკონტო”(რიგა, ლატვია)- 1999-2006, ”ტორპედო”(ქუთაისი)- 2006, ”სიონი”(ბოლნისი)- 2007, ”დაუგავპილსი”( ლატვია) - 2007, ”დაჩია”(კიშინიოვი, მოლდოვა) - 2007-2009. საინტერესოა ის გარემოება, რომ 1999-2005 წლებში რიგის ”სკონტოში” ასპარეზობისას,  ლევან კორღალიძემ ლატვიის ჩემპიონის ტიტული 6-ჯერ დაისაკუთრა. |