22.07.2009

 

 

ვარჯიში ”ოლიმპიაზე”.

 

 

 

ხვალ, 23 ივლისს, შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გაიმართება უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ადგილობრივ კლუბსა და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” შორის. დღეს საღამოს კი იმერულმა გუნდმა სტადიონ ”ოლიმპიაზე” ივარჯიშა.

 

ისევე, როგორც გუშინდელი ვარჯიში, რომელიც სტადიონ ”ოლიმპიას” კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა, დღევანდელი ვარჯიშიც ძალიან ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა, გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელ მატჩს დადებითი ემოციებით და საბრძოლო შემართებით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ”ჰელსინგბორგ” - ”ზესტაფონის” შეხვედრა შვედური დროით 20:45, ხოლო თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება . მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შვედური სპორტული ტელეარხი ”TV-4” პირდაპირ ეთერში გადასცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005