”ზესტაფონი” შვედეთში წასასვლელად ემზადება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელსაც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გამართვა რამდენიმე დღეში უწევს, შვედურ ”ჰელსინგბორგთან” სათამაშოდ სკანდინავიაში გამგზავრებამდე, თბილისში ემზადება ...
გუნდი თბილისში შაბათს საღამოს შეიკრიბა. იმერლები ”ოლიმპიკისა” და ”ამერის” საფეხბურთო მინდვრებზე ემზადებოდნენ. ხვალ დილით, 21 ივნისს, 11:00 საათზე, ჩარტერული რეისით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”თბილისი-ანგელჰოლმის მარშრუტით შვედეთში მიემგზავრება ...
ძლიერ მეტოქესთან საპასუხისმგებლო შეხვედრისათვის გია გეგუჩაძემ ჰელსინგბორგში წასაყვანად შემდეგი ფეხბურთელები იხმო:
მეკარეები: ზურაბ მამალაძე, როინ კვასხვაძე;
მცველები: ზაალ ელიავა, გიორგი ონიანი, გიორგი ხიდეშელი, უჩა ლობჟანიძე, კარენ მაკარიანი;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ცხადაია;
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი.
უნდა ითქვას, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის გულშემატკივრებთან ერთად, შვედეთში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური მიემგზავრებიან.
|