ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა საგანგებოდ გამართულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა - იმერული გუნდი კაპიტანს ირჩევდა.
შედეგად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კაპიტნად არჩეულ იქნა ზურაბ მამალაძე, გუნდს ორი ვიცე-კაპიტანიც ჰყავს, საპასუხისმგებლო ფუნქციას თორნიკე აფციაური და გიორგი ონიანი შეასრულებენ. გარდა ამისა, ”ზესტაფონს” საპატიო კაპიტანიც ჰყავს. რა თქმა უნდა, რომ საპატიო თანამდებობაზე ერთხმად ზურაბ იონანიძე იქნა არჩეული.
არჩევნების შედეგებს, რომელიც დღეს საღამოს გამართული ვარჯიშის დაწყების წინ გამოცხადდა, გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი აპლოდისმენტებითა და მილოცვით შეეგება ...,