11.07.2009

 

 

კიდევ ერთი ახალწვეული.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 21-წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ცხადაია. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც აქამდე ”გაგრაში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:

გიორგი ცხადაია - ნახევარმცველი: დაბადებულია- 23/04/1988; სიმაღლე - 182 სმ, წონა - 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო-2”(თბილისი) - 2006-2007. ”გაგრა” -2007-2009.

საინტერესო გარემოებაა ის, რომ გიორგი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას 22- ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005