10.06.2009

 

 

 

ჩვენი მეტოქე - შვედური ”ჰელსინგბორბი”.

 

 

 

”ევროპის ლიგის” 2009-2010 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელთა მეტოქე შვედეთის ერთ-ერთ უძველესი კლუბი "ჰელსინგბორგი” იქნება. ამ გუნდების პირველ შეხვედრას 16 ივლისს ზესტაფონი უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი 23 ივლისს სკანდინავიაში გაიმართება.

 

აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ "ჰელსინგბორგი”, რომელიც საშინაო მატჩებს სტადიონ ”ოლიმპიაზე ატარებს (სხვათაშორის, ”ოლიმპიამ” 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი სტადიონიც გახლდათ), სწორედ ის კლუბი გახლავთ, რომლის ღირსებასაც დღემდე იცავს ახლო წარსულში გლაზგოს ”სელტიკისა” და ”ბარსელონას” დიდი ფორვარდი, წლების მანძილზე ”ტრე კრუნურის”ფეხბურთელი ჰენრიკ ლარსონი. გუნდს, სხვადასხვა წლებში, 6-ჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის წოდება და 3-ჯერ შვედეთის თასი.

ევროპულ სარბიელზე "ჰელსინგბორგისათვის” ყველაზე წარმატებული 2000-2001 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა თვით მილანის ”ინტერნაციონალე” დატოვა და არც ჯგუფში შეურცხვენია თავი. შვედებმა დაამარცხეს ტრონჰაიმის ”რუსენბორგი” და თითოჯერ ითამაშეს ფრედ პარიზულ ”პარი სენ-ჟერმენთან” და მიუნხენის ”ბაიერნთან” მატჩებში ,

2008 წელს "ჰელსინგბორგმა” იასპარეზა უეფას თასის გათამაშებაში, სადაც გუნდმა ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და მხოლოდ 1/16-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა ასპარეზობას, დამარცხდა რა ჰოლანდიურ ”პსვ ეინდჰოვენთან” ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 1-4. ”ევროპის ლიგის” მიმდინარე გათამაშებაში სკანდინავიელებმა სომხური ”მიკას” ბარიერი საკმაოდ დაძაბული ბრძოლის შედეგად გადალახეს .

შვედეთის 2009 წლის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება და ქვეყნის პირველობის ლიდერ ”გიოტებორგს” 6 ქულით ჩამორჩება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

გამოყენებულია ”ჰელსინგბორგის” ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტომასალა

   
FC ZESTAFONI © 2005