30.06.2009

 

 

ზესტაფონელები თბილისში.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელსაც ევროპის ლიგაში სადებიუტო მატჩის გამართვა რამდენიმე დღეში უწევს, ჩრდილოირლანდიურ ”ლისბურნ დისტილერისთან” სათამაშოდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, თბილისში ემზადება ...

 

გუნდი თბილისში კვირას საღამოს შეიკრიბა. გუშინ დილით იმერლებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საფეხბურთო მინდორზე ივარჯიშეს, საღამოს ვარჯიში კი უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგურამოს ბაზაზე გაიმართა.

დღეს დილით გუნდს თეორიული მეცადინეობა ჰქონდა, ხოლო საღამოს 18:00 საათზე, დაგეგმილია კიდევ ერთი ვარჯიში, რომელიც ისევ საგურამოს ბაზის მწვანე მინდორზე ჩატარდება. ოთხშაბათს, დილის 11:00 საათზე, ჩარტერული რეისით საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონითბილისი-კიევი-ბელფასტის მარშრუტით ”მწვანე კუნძულზე” მიემგზავრება ...

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005