წარმოგიდგენთ ჩვენს მეტოქეს - ჩრდილოირლანდიური ”ლისბერნი” .
”ევროპის ლიგის” 2008-2009 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგად, რომელიც დღეს შვეიცარიულ ნიონში გაიმართა, გაირკვა "ზესტაფონის" პირველი მეტოქის ვინაობა - იმერლები ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელ "ლისბერნ დისტილერი” ორრაუნდიან ”დუელში” დაუპირისპირდებიან.
ქართულ-ჩრდილოირლანდიური დაპირისპირების პირველი შეხვედრა ბრიტანეთში 2 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი 9 ივლისს უმასპინძლებს.
აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ "ლისბერნ დისტილერი”, რომელიც საშინაო მატჩებს ”ნიუ გროსვენორ სტეიდიუმზე” ატარებს, არის არამარტო ჩრდილოეთ ირლანდიის, არამედ მთელი ”მწვანე კუნძულის” უძველესი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. გუნდს, სხვადასხვა წლებში, უამრავ სხვადასხვა ტიტულთან ერთად, 6-ჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის წოდება და 12-ჯერ ირლანდიის თასი.
ევროპულ სარბიელზე დიდი წარმატებებით კუნძულელები არ გამოირჩეოდნენ, 2008 წელს მათ იასპარეზეს ინტერტოტოს თასის გათამაშებაში და დამარცხდნენ ფინურ ”ტპს ტურკუსთან” ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 3-6.
2008-2009 წლების სეზონში გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩემპიონ ”გლენტორანსა” და ვიცე-ჩემპიონ ”ლინფილდს” გუნდი შესაბამასად 25 და 24 ქულით ჩამორჩა.
|