18.06.2009

 

 

სასიხარულო ამბავი უეფა-დან.

 

 

2009 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და მისი ქომაგისათვის მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - უეფას გადაწყვეტილების თანახმად, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი ევროტურნირების მატჩებს უმასპინძლებს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხთან დაკავშირებით იმერელთათვის პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია კოპიტნარის აეროპორტის სავალალო მდგომარეობის შესახებ. არადა, სწორედ კოპიტნარში იგეგმებოდა ევროტურნირებში ზესტაფონელთა მეტოქეთა მიღება, როგორც ეს შარშან, უნგრული ”დიორი ეტოს” შემთხვევაში მოხდა. ამ პრობლემატური საკითხის მოგვარებაში დახმარება კი კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაუწია, სწორედ, სფფ-მ მიმართა უეფას შესაბამისი წერილით, სადაც იქნა ახსნილი შექმნილი ვითარება. შედეგად, ფედერაციაში, ხოლო დღეს კლუბის ოფისში მოვიდა წერილი, რომლის თანახმად ზესტაფონელებს 2009-2010 წლების სეზონში ენიჭებათ უფლება ევროპის ლიგის მატჩების ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართვისა, ხოლო იმერელთა სტუმრები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდებიან .

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო და ამავდროულად, ამ სიახლეს კლუბის ყველა გულშემატკივარსაც ვულოცავთ - ზესტაფონი დიდი ფეხბურთის მოლოდინშია!

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005