14.06.2009

 

 

ზესტაფონელთა მზადება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება, განაგრძობს ”ევროპის ლიგაში” სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადებას. 13 ივნისიდან გუნდი ვარჯიშების ორჯერად რეჟიმზე გადავიდა ...

 

გუშინ იმერლებმა კიდრიჩევოს სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე ივარჯიშეს და სწორედ ამ კომპლექსის ტერიტორიაზე განაგრძობენ მზადებას მთელი ბალკანური შეკრების განმავლობაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სწორედ კიდრიჩევოს ბაზას იყენებს მომზადებისთვის სლოვენიის ოლიმპიური ნაკრებიც.

დილითა და საღამოს ნაყოფიერი ვარჯიშების შემდეგ, ”გრანდ ჰოტელ პრიმუსის” თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზში, გუნდის სამწვრთნელო შტაბი გუნდს ტაქტიკურ მეცადინეობებს უტარებს.

პირველ ამხანაგურ შეხვედრას კი ქართული გუნდი 16 ივნისს, თბილისის დროით 19:30 საათზე, ქალაქ ბელტიციში ვარშავის ”პოლონიასთან” გამართავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005