|      ”დია-2009”.      
                
                  |  |  
                  | 
                      ”ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია და ნიკა გელაშვილის ვაჟი კობა წლის საუკეთესო თავდამსხმელისათვის განკუთვნილი პრიზით ხელში (ფოტო საიტიდან www.geosports.ge).  |  ავჭალაში მდებარე შამპანურის ქარხანა "ბაგრატიონი 1882"-ის საბანკეტო დარბაზში, "დია 2009"-ის დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა, რომელმაც გასული ქართული საფეხბურთო სეზონის ლაურეატები გამოავლინა. წლის საუკეთესო თავდამსხმელად ზესტაფონელთა გოლეადორი ნიკა გელაშვილი დაასახელეს ...    "დია-2009" -ის გამარჯვებულები :  1. წლის საუკეთესო მეკარე   -   გიორგი ლომაია (ლოკომოტივი)  2. წლის საუკეთესო მცველი -  ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)  3. წლის საუკეთესო ნახევარმცველი  - ლუკა რაზმაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)  4. წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა გელაშვილი (”ზესტაფონი”)  5. წლის მწვრთნელი - ნესტორ მუმლაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)  6. წლის საუკეთესო მსაჯი - ლ. სილაგავა  7. წლის აღმოჩენა -  ვაჟა ნემსაძე ("თბილისის დინამო")  8. XX ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი -  გიორგი მერებაშვილი ("თბილისის დინამო")  9. საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილი ("შალკე04")  10. წლის საუკეთესო პროექტი - ”ვისოლის” პროექტი "ავაზას" ბაზაზე. ილია კოკაია (საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტი): ”ვულოცავ ნიკას, ახლა საქართველოს საუკეთესო თავდამსხმელის წოდება მიიღო, ვუსურვებ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიმელოცოს მისთვის” (www.geosports.ge).   |