2009 წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი სტამბულის გავლით სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩაფრინდა. ლიუბლიანიდან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ კი გუნდი დანიშნულების ადგილას, ქალაქ პტუიში ჩავიდა ...
სასტუმრო ”გრანდ ჰოტელ პრიმუსში” დაბინავების შემდეგ გუნდი გაემგზავრა სპორტული კომპლექსი ”ჰაიდინას” საფეხბურთო მინდორზე, სადაც იმერლებმა თავის ბალკანური შეკრების პირველი ვარჯიში გამართეს. უნდა ითქვას, რომ მასპინძლები ძალიან გულთბილად შეეგებნენ სტუმართა ვარჯიშზე გამოჩენას.
მიუხედავად მრავალსაათიანი მომქანცველი მგზავრობისა, ვარჯიში ხალისიანად წარიმართა. ”ზესტაფონის” ოცდაორივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, ხვალიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.