”ზესტაფონი” სლოვენიაში მიემგზავრება.
|
”ზესტაფონი” სლოვენიაში პირველად მიემგზავრება
|
2009 წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება სლოვენიის რესპუბლიკაში, სადაც 12-დან 26 ივნისამდე გაიმართება ”ევროპის ლიგის” გათამაშებაში დებიუტისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.
გუნდი დაბინავდება მარიბორიდან 27 კილომეტრში მდებარე ქვეყნის უძველეს ქალაქ პტუიში, სასტუმრო ”გრანდ ოტელ პრიმუსში”, სადაც შექმნილია საუკეთესო პირობები საფეხბურთო კოლექტივის ნაყოფიერი წვრთნისა და მზადებისათვის. სლოვენიური შეკრებისას იგეგმება ოთხი ამხანაგური შეხვედრის გამართვა, ზესტაფონელთა სავარაუდო მეტოქეთა შორის განიხილებიან - პოლონური ”პოლონია”, სლოვენიური ”მარიბორი” და ხორვატიული ფეხბურთის ფლაგმანი, ზაგრების ”დინამო”.
სულ სლოვენიაში შემდეგი 22 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;
მცველები: სევასტი თოდუა, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, გიორგი გურაბანიძე;
ნახევარმცველები: ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე;
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ ჩიხლაძე.
მოგახსენებთ იმასაც, რომ კონტრაქტების ვადის გასვლის მიზეზითა და მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის რიგები დატოვეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: მიხეილ კაკალაძემ, გიორგი კვესიეშვილმა, გიორგი ჭელიძემ და ლევან მელქაძემ.
გუნდი სლოვენიაში, სტამბულის გავლით, 12 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...
|