|     კიდევ ერთი ახალწვეული.        2009 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”  კიდევ ერთი      ფეხბურთელი შეემატა -  24-წლის ახალწვეულის სახელია ჯაბა დვალი.  ქართველი ფორვარდი, რომელიც ბოლოს მოლდოვურ ”დაჩიაში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
   ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის  შესახებ: ჯაბა დვალი  - თავდამსხმელი:  დაბადებულია- 08/02/1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 71 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო”(თბილისი) -2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი)- 2005, ”ჩიხურა”(საჩხერე)- 2007, ”ოლიმპი”(რუსთავი)- 2007, ”დაჩია”(კიშინიოვი, მოლდოვა) -2007-2009. შეგახსენებთ იმას, რომ ჯაბა დვალი 2005-2006 წლების სეზონში 21 გატანილი ბურთით გახდა საქართველოს 17-ე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო ”დაჩიას” შემადგენლობაში ასპარეზობისას ფორვარდმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხა 13 გოლის გატანა და მოლდოვის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ადგილის დამკვიდრება. ახლახან დასრულებული სეზონი კი ჯაბამ 9 (7 ჩემპიონატში და 2 თასზე)  გატანალი ბურთით დაასრულა.    |