09.06.2009

 

 

ნიკა გელაშვილი - ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია!

 

 

 

2008-2009 წლების სეზონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა: საქართველოს ჩემპიონის ტიტული თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა, ქვეყნის თასს კი თბილისის ”დინამო” დაეუფლა. გაზეთმა ”სარბიელმა” სეზონის შედეგები შეაჯამა და გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა, ამავდროულად, სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.

”სარბიელის” ვერსიით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ”ზესტაფონის” ფორვარდი ნიკა გელაშვილია, რომელმაც 20 გოლით პირველობის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

საუკეთესო მწვრთნელის სახელი ჩემპიონთა თავკაც ნესტორ მუმლაძეს ხვდა წილად - მისი ხელმძღვანელობით ”ვიტ ჯორჯიამ” პირველობა 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

საუკეთესო ლეგიონერად თბილისის ”დინამოს” ახლა უკვე ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი გიორგი ბერიაშვილი.

სეზონის აღმოჩენის ტიტული თასის მფლობელი ”დინამოს” ერთბაშად ორ მოთამაშეს ხვდა წილად: ვაჟა ნემსაძეს და დონალდ დერინ ჯიუსს.

”სარბიელის” ვერსიით 2008-09 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: დიდიე ოვონო (თბილისის ”დინამო”)

მცველები: თემურ ღონღაძე (რუსთავის ”ოლიმპი”), ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გურამ კაშია (თბილისის ”დინამო”), ლაშა ჯაფარიძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)

ნახევარმცველები: ჯაბა ლიპარტია (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ლუკა რაზმაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ლევან ხმალაძე (თბილისის ”დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (რუსთავის ”ოლიმპი”)

თავდამსხმელები: გიორგი მერებაშვილი (თბილისის ”დინამო”), ნიკა გელაშვილი (”ზესტაფონი”)

 

სფფ-ის პრესცენტრი

 

   
FC ZESTAFONI © 2005