|     გიორგი ონიანი - ზესტაფონელია!        2009 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გააფორმა  კონტრაქტი კიდევ ერთ   ახალ   ფეხბურთელთან -  25-წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ონიანი.  ნიჭიერი მცველი, რომელიც ბოლოს რუსთავის ”ოლიმპში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
   ორიოდე სიტყვით გუნდის ახალწვეულის   შესახებ: გიორგი ონიანი - მცველი; დაბადებულია - 07/09/1983; სიმაღლე - 186 სმ, წონა - 83 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ლოკომოტივი” (თბილისი) - 2002-2005. ”დინამო”(ბათუმი) - 2006, ”ოლიმპი”(რუსთავი) - 2006, ”სიონი” (ბოლნისი) - 2007, ”კარლ ცაისი”(იენა, გერმანია) - 2007-2008, ”ოლიმპი”(რუსთავი) - 2008-2009. შეგახსენებთ იმას, რომ გიორგი ონიანი  ”დია 2007-ის”  შედეგების მიხედვით 2006-2007 წლების სეზონის საუკეთესო მცველის ნიმინაციის გამარჯვებულია. |