ახალი ამბები ”ზესტაფონიდან”.
2009 წლის 3 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ორი ახალწვეული შეემატა - 24-წლის მცველი ზაალ ელიავა, რომელსაც თბილისის ”დინამოსა” და რიგის ”სკონტოში” უასპარეზია და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერი კახაბერ მეშველიანი.
მცირე ინფორმაცია გუნდის ახალწვეულების შესახებ:
ზაალ ელიავა - მცველი; დაბადებულია- 02/01/1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 78 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) - 2004-2005,”სკონტო” (რიგა, ლატვია) - 2005-2007, ”დინამო” (თბილისი) - 2008, ”ლოკომოტივი” (თბილისი) - 2009. ზაალ ელიავა იმერელთა ღირსებას ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.
კახაბერ მეშველიანი - მეკარე; დაბადებულია- 14/04/1992; სიმაღლე - 188 სმ, წონა - 79 კგ. კახა გახლავთ ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, 2001-2009 წლებში ის ქუთაისის ”კოლხიდას” ღირსებას იცავდა, მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
|