ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”.
2009 წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გააფორმა კონტრაქტი ახალ ფეხბურთელთან - 29-წლის ახალწვეულის სახელია თორნიკე აფციაური. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანულ ”გაბალაში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ახალწვეულის შესახებ:
თორნიკე აფციაური - ნახევარმცველი; დაბადებულია- 28/11/1979; სიმაღლე - 178 სმ, წონა - 65 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ლოკომოტივი”- 1996-1998, ”დინამო” (თბილისი) - 1998-2000, ”ლოკომოტივი”- 2000-2001, ”დინამო” (თბილისი) - 2001-2002, ”მერანი-91” (თბილისი) - 2002-2003, ”თბილისი” - 2003-2006, ”ოლიმპი” (რუსთავი) -2006-2007, ”გაბალა” (აზერბაიჯანი) -2007-2009.
|