”ზესტაფონმა” მომზადება დაიწყო .
|
”ევროპის ლიგა” სტარტს 2 ივლისს იღებს
|
2009 წლის 30 მაისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დაიწყო 2009-2010 წლების სეზონის ”ევროპის ლიგის” გათამაშებაში სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადება. საზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადებისათვის გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა.
როგორც მოგეხსენებათ, ახალი ტურნირის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართება 22 ივნისს შვეიცარიულ ნიონში, ხოლო თავის სასტარტო შეხვედრებს ზესტაფონელები 2 და 9 ივლისს გამართავენ ...
მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც ჯერ თბილისში, ხოლო 2 ივნისიდან ზესტაფონში გაიმართება და გასტანს მიმდინარე წლის 10 ივნისამდე, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.
12 ივნისს კი, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება სლოვენიის საკურორტო ქალაქ პტუიში, სადაც იგეგმება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა.
|