”Geosports.ge” ზესტაფონში.
ამ სეზონს წარმატებულად ვერ მივიჩნევ ...
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ზესტაფონის ”ზესტაფონმა” 4 ადგილი დაიკავა. Geosports.ge ბოლო ტურის თამაშს ზესტაფონში დაესწრო. სამწუხაროდ, მასპინძელი გუნდი სტუმარ ”ლოკომოტივთან” 1:3 დამარცხდა, მაგრამ მატჩის განმავლობაში კარგი თამაში აჩვენა. ზესტაფონელი ნიკა გელაშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან მე-20 ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა და ეს ტიტულიც მოირგო. მატჩის შემდეგ ჩვენ გუნდის მწვრთნელს, გია გეგუჩაძესა და საუკეთესო ბომბარდირს, ნიკა გელაშვილს ვესაუბრეთ.
გია გეგუჩაძე
- ბატონო გია, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ განვლილი ჩემპიონატის შეფასება.
- რთული ჩემპიონატი იყო, რადგან ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა ქართულ ფეხბურთში. რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. მიდის იმის მტკიცება, რომ ჩაწყობილი თამაშები, გარიგებული მატჩები იყო, რაც მოსასმენადაც ძალიან ცუდია. ამდენად, წლევანდელ სეზონს წარმატებულად ვერ მივიჩნევ. ასევე მინდა ჩემს გუნდზეც ვთქვა. მუშაობს ჩემი გუნდი, შენების პროცესშია, ამით თავს არ ვიმართლებ, მართლა ასეა, სასურველი შედეგი რომ მივიღოთ, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.
- ძალიან წარმატებული მწვრთნელი ხართ, ყველამ ვიცით. ალბათ გჯერათ თქვენც და ”ზესტაფონსაც”, რომ სასურველ შედეგს მალე მიაღწევთ...
- მე რომ არ მჯეროდეს ამის, აქ არ ვიქნებოდი. თუ არ მწამს რომ აუცილებლად მექნება შედეგი, ისეთ ადგილას მუშაობა არ მჩვევია. დრო უნდა ყველაფერს. გადავაწყობთ გუნდს, ორგანიზაციულ საკითხებს მოვაგვარებთ მმართველებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როცა დასტური გვექნება და კონტრაქტზე ხელს მოვაწერთ, მერე უკვე განვაცხადებთ კიდეც.
- თქვენ გუნდში მიმდინარე წლის საუკეთესო ბომბარდი გყავთ, რა მნიშვნელობა აქვს ამას კლუბისთვის?
- უდიდესი იმიტომ, რომ ეს სტიმულია ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის, ვინც ითამაშებს მასთან ერთად. ძალიან კარგია გუნდური წარმატებისთვის. როცა შიგნით, გუნდში აღწევს ვიღაც წარმატებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება გუნდი და ფეხბურთელებიც იზრდებიან. მერე ეს ფეხბურთელები სასურველნი ხდებიან უცხოური კლუბებისთვის, რაც კლუბის წარმატებაა. პირადად მეც ვთვლი, რომ რომ ჩემი წარმატებაცაა. რაც მეტი ფეხბურთელი მოხვდება ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში, ესეც წარმატებაა.
- როგორი ჩაიბარეთ გუნდი და რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ?
- იმ დროინდელი შემადგენლობის 80% გუნდში აღარ თამაშობს. 80%-ით გადახალისდა შემადგენლობა. ზოგი წავიდა, ზოგი ახალი დავიმატეთ. ახლაც ვაპირებთ გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელების შეცვლას. ეს პროცესია, იქამდე მივდივართ, სანამ გადახალისებული შემადგენლობა წარმატებას არ მიაღწევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. რაც იოლად გადასაწყვეტი საკითხი არ არის.
- ევროლიგის მატჩებისთვის მოემზადებით ახლა...
- ჩვენ 30 მაისს 1 ივნისს ვაპირებთ სამედიცინო შემოწმება გავიაროთ. 2-დან 10 ივნისის ჩათვლით, მომზადების პირველ ეტაპს ზესტაფონში გავივლით. 12 ივნისს მივემგზავრებით სლოვენიაში შეკრებაზე, სადაც დაგეგმილი გვაქვს თამაშები. 2 მოწინააღმდეგის ვინაობა ირკვევა. იქ 27 ივნისამდე დავყოფთ, 2 კვირა ვიქნებით. 22 ივნისს კენჭისყრაა, უკვე გავიგებთ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე და გვეცოდინება სად გვექნება პირველი თამაში.
- კიდევ რა სიახლის დანერგვას გეგმავთ?
- გადახალისებას ვაპირებთ პირველ რიგში, არამარტო მთავარ გუნდში, არამედ - მეორეშიც. იქ ასაკობრივი შემცირება განისაზღვრება, შევეცდებით თავი მოვუყაროთ 90, 91, 92 წლებში დაბადებულ, ნიჭიერ ფეხბურთელებს. ჩვენ წინადადებით მივმართეთ ”პროფესიული ფეხბურთის ლიგას” და ფეხბურთის ფედერაციას, რომ იქნებ დაუშვან და მომავალ წელს ჩაატარონ დუბლების პირველობა. მეორე ლიგის ფეხბურთელებმა რომ მიიღონ ამ პირველობაზე მონაწილეობა. უმაღლესი ლიგის გუნდებს მომავლის განსავითარებლად, უნდა ჰყავდეთ მე-2 გუნდები, რომელსაც მათი შემადგენლობა დაერქმევა. ამაზე უკვე თავად კლუბი იზრუნებს. ჩვენ გვინდა პირამიდული სისტემა ავაგოთ. ამ შემადგენლობას მოყვება 3 ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც აკადემიაში მოვაქცევთ. რაც მთავარია კლუბის მხრიდან სერიოზული ხელშეწყობაა. გვინდა თვითმყობადი გუნდი გვყავდეს, რომელსაც თავისი სათამაშო სტილი ექნება, თავისი ხელწერა, ცხოვრების წესიც კი, ვაჟკაცური და ქართული. ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება, გაწელილი პროცესია და ტანდათან განხორციელდება. გარკვეული წარმატება დღეიდან უნდა დაიწყოს, წერტილოვანი სელექცია უნდა მოხდეს დაიშნულების მიხედვით. გვინდა ევროლიგაზე 2 ეტაპი მაინც გავიაროთ.
- წარმატებას გისურვებთ!
ნიკა გელაშვილი
- ნიკა, პირველ რიგში გილოცავთ საუკეთესო ბომბარდირის წოდებას. როგორი შეგრძნებაა?
- ძალიან ბედნიერი ვარ. მე-3 ჩემპიონატია რაც ვთამაშობ უმაღლეს ლიგაში. ყოველთვის პირველი წრის ბომბარდირი ვხდებოდი, მეორე წრეში რაღაც მიზეზების გამო ვერ ვთამაშობდი. ერთხელ B ლიგაში ვიყავი გასული, მერე ფეხი მოვიტეხე. ჩემი ოცნება იყო საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ბომბარდირი გავმხდარიყავი, რადგან ისტორიაში იწერება. ძალიამ გახარებული ვარ.
- განვლილ ეროვნულ ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ, გუნდმა როგორ ითამაშა?
- საშუალოდ შევაფასებ განვლილ სეზონს. 4 ადგილზე გავედით, ეს არ იყო ”ზესტაფონის” მიზანი. ჩვენ უფრო მაღალი საფეხურებისთვის ვიბრძოდით. ამ ყველაფერს ახალი სეზონიდან გამოვასწორებთ. ტრენერი მოგვცემს დავალებებს, რაც გვქონდა გამოსასწორებელი პირველ წრეში გამოვასწორებთ, ფეხბურთელები მაქსიმალურად გავიგებთ მის შენიშვნებს.
- სინჯებში და ვარჯიშებში იღებდით მონაწილეობას, როგორ ხედავთ თქვენს სანაკრებო კარიერას?
- ჩემი დიდი სურვილია ნაკრებში ვითამაშო და რაღაცით დახმარება გავუწიო თუ ეს შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამომივიდეს. ეს ჩემზე აღარ არის დამოკიდებული, მწვრთნელზეა და მის ხედვაზე. ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და ჩემიც, ბუნებრივია.
- მე-20 ჩემპიონატი 20 გოლი, სიმბოლური დამთხევაა...
- სიმბოლურად რომ გამოსულიყო არ გამითვლია, მქონდა სურვილი მეტიც გამეტანა. დაემთხვა
|