23.05.2009

 

 

XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ”აკორდი” .

 

 

 

2009 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ეროვნული პირველობის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს”.

 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა გოლიც მალევე იხილა - მიმდინარეობდა მატჩის 5-ე წუთი, როდესაც ზურაბ იონანიძემ შორიდან დაარტყა და თავის გუნდი დააწინაურა.

ასეთი დასაწყისის შემდეგ ყველა მასპინძელთა შთამბეჭდავ გამარჯვებას ელოდა, თუმცა ამის შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძელთა კარში გადიოდა - 53-ე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა, 75-ე წუთზე უჩა ლობჟანიძის ავტოგოლის წყალობით სტუმრები დაწინაურდნენ, 89-ე წუთზე კი რევაზ წულაძისა და მასპინძელთა გოლკიპერ როინ კვასხვაძის ერთობლივი ძალისხმევით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა -1-3.

 

23/05/2009- ”ზესტაფონი” - “ლოკომოტივი” 1-3

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005