17 მაისს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გორში ”ქართლის” სტადიონზე დაუპირისპირდა მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ აუტსაიდერს, ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.
გორში გამართული მატჩის პირველმი ტაიმი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა - ორივე გუნდი ცდილობდა ტერიტორიული უპირატესობას დაუფლებას, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. გამორჩევის ღირსი ლევან მელქაძის შემობრუნებით განხორციელებული დარტყმა და ცხინვალელთა შორიდან დარტყმული, რომელიც ზურაბ მამალაძემ კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით წარიმართა - ანგარიშის გახსნა სტუმრებს რამდენიმეჯერ მართებდათ. აშკარად გამოსარჩევია ეპიზოდი ნიკა კვასხვაძის მონაწილეობით, როდესაც მისი დარტყმული ჯერ მასპინძელთა გოლკიპერმა ბესიკ კოდალაევმა, შემდეგ კი ცხინვალელთა კარის ზედა ძელმა მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი სტუმართა კართან საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც თორნიკე თარხნიშვილმა გოლად აქცია და თავის გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსიც დაუტოვა. იმერლებმა კი მიმდინარე სეზონს საპრიზო სამეულის მიღმა, მეოთხე ადგილზე დაასრულებენ.