2009 წლის 10 მაისს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა აუტსაიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას”.
აღსანაშნავია ის გარემოება, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ”ხეთ-თრიქით” გამოიჩინა თავი და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში თავისი მონაგარი 20 ბურთამდე გაზარდა!
გია გეგუჩაძე (”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”შედეგის მიუხედავად, იოლი თამაში არ იყო. თავიდან მეტოქე დაეუფლა უპირატესობას, მაგრამ საბოლოოდ ოსტატობამ თავისი ქნა. გული მწყდება, რომ ისეთი სიმპათიური გუნდი როგორიც ”გაგრაა”, შესაძლოა უმაღლესი ლიგიდან გავარდეს. ჩვენი მხრიდან ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად არაფერს დავიშურებთ, თუმცა კონკურენტის შედეგებზეც ვართ დამოკიდებული.