3 მაისს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ აუტსაიდერს, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს.
ბორჯომში გამართული მატჩის პირველივე წუთებიდან უპირატესობას ზესტაფონელი ფეხბურთელები დაეუფლნენ- ზურაბ იონანიძემ და ნიკა გელაშვილმა საგოლე მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. 20-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა აქცია. 35-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან უჩა ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ნიკა გელაშვილი მეკარე ბექა შეყილაძესთან პირისპირ დარჩა და ბურთი აუღელვებლად კარში გადაგზავნა.