18 აპრილს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.
გორში გამართული მატჩის პირველი წუთები ზესტაფონელთათვის ძალიან მძიმე გამოდგა - უკვე 2-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომედან გიორგი ბერიაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ ზესტაფონელთა კარის ძელს მოხვდა, მერე კი როინ კვასხვაძის კარის ბადეშიც აღმოჩნდა - 1-0. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.