10.04.2009

 

 

მარცხი დინამოელებთან.

 

 

2009 წლის 10 აპრილს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს”.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველი მესამედი საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში წარიმართა, მატჩის საბოლოო შედეგი მეტად მოულოდნელი გამოდგა. დინამოელებმა მასპინძლები დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს და კვლავაც განაგძობენ ბრძოლას ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლებისათვის.

გოლები კი დონალდ ჯუისმა (38-ე წუთი), ალექსანდრე კოშკაძემ (52-ე წუთი) და ორჯერ დანილო ტომიჩმა (70-ე და 76-ე წუთები).

 

10/04/2009- ”ზესტაფონი” - “დინამო” 0-4

დაწვრილებით:

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005