ამხანამხანაგური მატჩი მარტვილელებთან.
2009 წლის 5 აპრილს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერად ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ პირველი ლიგის დასავლეთის ზონის ერთ-ერთი ლიდერი, მარტვილის საფეხბურთო კლუბი ”მერანი”.
შეხვედრა,რომელიც წინა სპარინგის მსგავსად, ისევ 12:00 საათზე დაიწყო, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მოლოდინისამებრ, მატჩი მასპინძელთა საგრძნობი სათამაშო და ტერიტოტიული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
პირველი გოლი სტუმართა კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით თავად სათამაშო ეპიზოდში ”დაზარალებულმა” ზურაბ იონანიძემ გახსნა, მალევე ნიკა კვასხვაძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი მოხდენილად მას თავზე გადაუგდო. მართალია, მარტვილელებმა პირველი ტაიმის ბოლომდე ერთი ბურთი გაჰქვითეს, თუმცა, მეორე ტაიმში ლევან მელქაძის ”დუბლისა”, გიორგი ჭელიძისა და გიორგი ჭანკოტაძის გოლების წყალობით ზესტაფონელთა უპირატესობა დიდამდეც გაიზარდა - 6-1.
05/04/2009 |
”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) - 6-1 |
”ზესტაფონი”: მამალაძე (რ. კვასხვაძე, 55), ლობჟანიძე, კაჭკაჭიშვილი (კვესიეშვილი, 57), გორგიაშვილი, მაკარიანი, დაუშვილი, გრიგალაშვილი (ჭანკოტაძე, 46), ჭელიძე (კაკალაძე, 57), ნ. კვასხვაძე (ბენაშვილი, 44 (ჭელიძე, 63)), იონანიძე (გელაშვილი, 46), მელქაძე.
გოლები: იონანიძე, 21 (პენ) (1-0); ნ. კვასხვაძე, 30 (2-0); ჭანკოტაძე, 51 (3-1); მელქაძე, 68 (4-1); მელქაძე, 78 (5-1); ჭელიძე, 80 (6-1). |
|