29.03.2009

 

 

ერთი ფოტოს ისტორია.

სერგო ზაქარიაძე ... ფეხბურთელიც ყოფილა


გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სულ მალე ჩვენი ფეხბურთის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. შექმნილია საგანგებო კომისია, რომელსაც ბატონი ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობს. იმთავითვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ნივთი, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ისტორიას ეხება და წარსულს გვახსენებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. კარგი იქნება, თუ მსგავს ფოტოებს სხვებიც მოგვაწვდიან და ამით დიდ სამსახურს გაუწევენ ყველა იმ მკითხველს, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ფესვებითაა დაინტერესებული.


ახლა კი გვინდა ერთი ფოტოს ისტორიის შესახებ გიამბოთ, რომელიც ქალაქ ზესტაფონში, 1923 წელსაა გადაღებული. ამ ფოტოზე გამოსახულია ზესტაფონის ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც... ლეგენდარული მსახიობი სერგო ზაქარიაძე იცავს.
ფოტო გადაღებულია ზესტაფონის ისტორიულ უბან საყავრიაში, ძველ სტადიონზე, იქ, სადაც ახლა ქალაქის № 1 მუსიკალური სკოლაა. ფოტო შემოგვინახა ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის, ბატონი დავით გველესიანის ოჯახმა, ”ოლიმპს” კი სურათი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურმა მიაწოდა.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005