20.03.2009

 

 

სტუმრობა 6-”ა” კლასში.

 

 

2009 წლის 20 მარტს ქალაქ ზესტაფონის № 4 საჯარო სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც, სხვა სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელი ნიკა გელაშვილი და კლუბის პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ...

დღეს ზესტაფონის № 4 საჯარო სკოლის 6-”ა” კლასში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ბავშვებს დაპატიჟებული ჰყავდათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მსახიობები, სამართალდამცავები, ექიმები, ჟურნალისტები, საბანკო სფეროს მუშაკები, პედაგოგები და ა.შ. ). საინტერესოა, რომ ბავშვების განსაკუთრებული სურვილის გათვალისწინებით და მათივე მოწვევით, სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელი ნიკა გელაშვილი და კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძეც დაესწრნენ.

ამ საინტერესო შეხვედრას, 6-”ა” კლასის მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები და ბავშვთა მშობლები.

ღონისძიებამ ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩაიარა - იყო ბევრი შეკითხვა ამა თუ იმ პროფესიის თავისებურებასთან დაკავშირებით, იყო სურვილების გამოთქმა. რის შემდეგაც ნიკა გელაშვილმა და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლასა და მოსწავლეებს საჩუქრები და სუვენირები გადასცეს. ბოლოს კი ნორჩმა გულშემატკივრებმა საყვარელ ფეხბურთელს ავტოგრაფებიც ჩამოართვეს ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005