15 მარტს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა საფეხბურთო კლუბ ”სიონს”.
ბოლნისური მატჩის პირველი ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. სტუმრები ფლობდნენ გარკვეულ ტერიტორიულ უპირატებას, თუმცა, ამის მიუხედავად, რეალური საგოლე მომენტები მასპინძელთა კართან ნაკლებად იქმნებოდა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც მძიმე პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.