11.03.2009

 

 

მედლებისათვის მებრძოლთა დაპირისპირება.

 

 

11 მარტს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსთავში ესტუმრა უშუალო კონკურენტს მედლებისათვის ბრძოლაში საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს”.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართათვის უსიამოვნოდ დაიწყო - უკვე 9-ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს გია მეგრელაძემ და ერნესტ აკუასაგამ და ამ უკანასკნელმა რუსთაველები დააწინაურა - 1-0. პირველი ტაიმიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა, გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა - მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, უფრო მეტი ბრძოლა იყო მოედანზე, ვიდრე ფეხბურთის თამაში. ჩემი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ვთვლი, რომ ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია. ამით აბსოლუტურად არ ვაკნინებ მეტოქის ღირსებებსა და წარმატებას, მაგრამ ესაა ის, რაც დავინახე ჩემი გუნდის თამაშში. მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ ჩემს ბიჭებს, მაგრამ გააზრებული მოქმედებისგან ძალიან შორს ვიყავით. ამ ეტაპზე ამას იმ ახსნას ვუძებნი, რომ მათში ემოციური ფონი სჭარბობდა”.

ვარლამ კილასონია ("ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): "მთლიანობაში, შეიძლება სანახაობრივი თვალსაზრისით, იდეალური ფეხბურთი არ გვიჩვენებია, რადგან სასწორზე იყო ძალიან ბევრი – პრაქტიკულად 6 ქულა. ჩემი გუნდში ოქტომბერში მოსვლიდან, ასეთი დაძაბული თამაში "ოლიმპს” არ უთამაშია. იქიდან გამომდინარე, რომ ასე საჭირო ქულები მოვიპოვეთ, მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო”.

 

11/03/2009 - ”ოლიმპი” - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005