ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
რუსთავში მოსაგებად მივდივართ!
ზამთრის შესვენების შემდეგ ”ზესტაფონმა” ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო. მეორე ეტაპზე ასეთი კარგი სტარტის შემდეგ იმერულმა გუნდმა სამეულში დაიდო ბინა. ხვალ კი ”ზესტაფონს” რუსთავში ელის მორიგი გამოცდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იმედიანათაა განწყობილი და სამი ქულისთვის აპირებს ბრძოლას.
- პირველ ორ წრეში ”ზესტაფონმა” ”ოლიმპთან” მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო, თანაც ორ თამაშში გოლიც ვერ გაიტანა. ეტყობა, ”ოლიმპი” ”ზესტაფონისთვის” უხერხულ მეტოქედ ყალიბდება?
- რუსთავში იოლ თამაშს არ ველით, მაგრამ ჩვენ იქ მოსაგებად მივდივართ. ”ოლიმპზე” კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ კარგი გუნდია, ხოლო რამდენად უხერხული მეტოქეა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ისე, ბოლო პერიოდში ჩვენც ბევრი გუნდისთვის ვიქეცით უხერხულ მეტოქედ.
- მაინც რის ხარჯზე უნდა დაამარცხოს ”ზესტაფონმა” ”ოლიმპი”?
- ამას თამაში გვიჩვენებს ...
- თქვენი აზრით, რა არის ”ოლიმპის” ყველაზე ძლიერი მხარე?
- გუნდი კარგადაა დაბალანსებული და საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავთ.
- როგორ ფიქრობთ, თუ მოახერხეთ რუსთავიდან სამი ქულის წამოღებას, ”ზესტაფონი” კვლავინდებურად გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის?
- როგორც სხვა შეხვედრებში, ამჯერადაც ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულა იქნება. ”ზესტაფონი”, რა თქმა უნდა, აგრძელებს ოქროს მედლებისათვის ბრძოლას და ახლა დასაკარგი ქულები ნამდვიად არ გვაქვს.
|