ბოლო ამხანაგური მატჩი თურქეთში.
2009 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების ბოლო სპარინგ-შეხვედრა. ამჯერად ზესტაფონელთა მოწინააღმდეგე გახლდათ ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი, ასტანის საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი”.
ყაზახურ გუნდთან შეხვედრა, ისევე როგორც დღევანდელი დღის პირველი მატჩი, სასტუმრო ”სუენოს” სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე გაიმართა,
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : მამალაძე,კაჭკაჭიშვილი, თოდუა ( კვესიეშვილი, 45), ტეტუნაშვილი, გორგიაშვილი, ჭელიძე (ლაბაძე, 75), სუხიაშვილი, ჩასემი, კაკალაძე (სტეფანიშვილი, 62), იონანიძე (ჭანკოტაძე, 75), ჩიმაკაძე (მელქაძე, 65).
შეხვედრა, რომელსაც ისევ ქართველ არბიტრთა ბრიგადა (რეფერი - ოთარ ხეცაძე) ემსახურებოდა, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობები როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს ჰქონდა, თუმცა, უფრო იღბლიანები ყაზახები აღმოჩნდნენ - ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ”ლოკომოტივის” ფეხბურთელმა მურატ სუიუმაგომბეტოვმა შეხვედრის მიწურულს, 81-ე წუთზე გაიტანა.
ხვალ, 2 თებერვალს გუნდი გუნდი საქართველოში ბრუნდება ...
|
01/02/2009 - ”ზესტაფონი” - ”ლოკომოტივი” (ასტანა, ყაზახეთი) 0-1 |
|
|