საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”,რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაბა სიდეში იმყოფება, განაგრძობს საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.
დღეს, 23 იანვარს ზესტაფონელებმა გუნდის ნახევარმცველს გიორგი ხიდეშელს დაბადების დღე მიულოცეს (იხილეთ ვიდეომასალა...).
ხვალ, 24 იანვარს ზესტაფონელები ორ სპარინგ-შეხვედრას გამართავენ - ქართველთა პირველი მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის ბინადარი ლუგანსკის ”ზარია” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და სიდეში გაიმართება.
17:00 საათზე (თბილისის დროით- 19:00 საათი) კი გია გეგუჩაძისგუნდი რუსეთის პრემიერ–ლიგაში დაბრუნებულ კრასნოდარის ”ყუბანს” ბელეკში დაუპირისპირდებიან.